Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

PROM - მოკლევადიანი აკადემიური გაცვლითი პროგრამა (პოლონეთი)

PROM - მოკლევადიანი აკადემიური გაცვლითი პროგრამა ფინანსდება პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს (NAWA) მიერ.

პროგრამა განკუთვნილია სამივე საფეხურის ატუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისათვის, რომელთაც სურთ საერთაშორისო გამოცდილებისა მიღება პოლონეთში

 

მობილობის ტიპი და ვადები: მოკლევადიანი მობილობა საზღვარგარეთ 5-დან 30 დღემდე ვადით

 

აქტივობები შეიძლება მოიცავდეს:

  • საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას
  • კვლევას პუბლიკაციებისთვის ან სადოქტორო დისერტაციებისთვის
  • საზაფხულო/ზამთრის სკოლებს, კურსებს, ვორქშოფებს, სტაჟირებებს
  • სასწავლო აქტივობებს
  • საარქივო/საბიბლიოთეკო კვლევას, მონაცემების შეგროვება
  • საერთაშორისო საგრანტო განაცხადების მომზადებას

დაფინანსება მოიცავს:

  • სამგზავრო ხარჯებს
  • დღიურ სარგოს (საცხოვრებელი ხარჯები)
  • სტიპენდიას
  • კონფერენციის/კურსის საფასურს (საჭიროების შემთხვევაში)

 

განაცხადის შეტანის პროცედურა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარადგინონ კრაკოვის UKEN უნივერსიტეტში, ელფოსტაზე magdalena.kowalczyk@uken.krakow.pl

 

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:

  1. შევსებულ და ხელმოწერილ განაცხადის ფორმას
  2. UKEN-ის განყოფილების დადასტურებას დაგეგმილი მობილობის შესახებ
  3. დამატებით დოკუმენტებს (მაგ., კონფერენციაზე მიღების დადასტურება, ხელმძღვანელის რეკომენდაცია დოქტორანტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი საბუთი)
  4. ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

 

მობილობა შეიძლება განხორციელდეს 2026 წლის 30 სექტემბრამდე. პირველი შერჩევის ეტაპი იწყება 2026 წლის 16 იანვარს, შემდგომი ეტაპები კი ყოველთვიურად გაგრძელდება.

 

დამატებითი ინფორმაცია და პროგრამის დეტალები

 

თარიღი: 19/01/2026